weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პროკურატურა ლევან ზურაბაშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

10:50 ორშაბათი, 23 ნოემბერი 2020

თბილისის საქალაქო სასამართლო ლევან ზურაბაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელებს. სასამართლოს სხდომა 11:30 საათზეა ჩანიშნული. პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

პროკურატურამ ლევან ზურაბაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.ზ. 20 ნოემბერს, დაახლოებით 16:30 საათზე, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე შპს „მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ შენობაში შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით, სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების სანაცვლოდ, შენობაში მყოფი 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. თავდამსხმელი შენობაში 3:30 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

ლ. ზ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. საქმეზე ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, ასევე,

ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რომელიც შეისწავლის მის ფსიქიკურ მდგომარეობას დანაშაულის ჩადენის დროს“, – აცხადებს ბრალდების მხარე.

ლევან ზურაბაშვილის ადვოკატი გიორგი ჭოჭუა ითხოვს, რომ სასამართლომ ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ გამოიყენოს. დაცვის მხარის მტკიცებით, ზურაბაშვილს დანაშაულის ჩადენა განზრახული არ ჰქონდა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრისას შეიარაღებული არ ყოფილა.

„როგორც ის ამბობს, აქცია-პერფორმანსის სახით პროტესტი გამოხატა აზარტული თამაშების წინააღმდეგ. არანაირი შეიარაღება მას არ ჰქონია, ჰქონდა მხოლოდ და მხოლოდ ხელყუმბარის დიზაინის მსგავსი სანთებელა და პისტოლეტი, ე.წ. სტარტოვკა, სპორტული პისტოლეტი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღი არაა და გამოსცემს მხოლოდ ხმას“, – ამბობს ადვოკატი გიორგი ჭოჭუა.

31 წლის ლევან ზურაბაშვილმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრის შემდეგ სამი მოთხოვნა დააყენა – აზარტული თამაშების აკრძალვა, სესხის პროცენტად მაქსიმუმ 7%-ის განსაზღვრა და წამლების ფასის შემცირება. ის 20 ნოემბერსვე დააკავეს და მძევლები გაათავისუფლეს.

მომხდარს გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტია“, რომლის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ თქვა, რომ „ბანკში შევარდნილი, სოციალური მოთხოვნების დამყენებელი“ ზურაბაშვილის სამართლებრივ დაცვას საკუთარ თავზე აიღებდნენ.

პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ლევან ზურაბაშვილს 9-დან 14 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]